17:37 27 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2356
  • 100 RUB4.5039
  • USD2.8470
ღამის თბილისი

თბილისის „ღამის ეკონომიკას“ საერთაშორისო ფორუმზე განიხილავენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1124)
115 0 0

ქალაქის მერის განცხადებით, თბილისში „ღამის ეკონომიკის“ განვითარების კუთხით ნაბიჯები უკვე გადაიდგა, თუმცა, იგი არასაკმარისია

 

თბილისი,  30 ნოემბერი — Sputnik.  საქართველოს დედაქალაქში „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმმა“ დაიწყო მუშაობა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ცხრა ქვეყნიდან  ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები შეიკრიბნენ. ძირითადი საკითხები, რომელიც ფორუმის ფარგლებში განიხილება, ქალაქის მართვისა და დაგეგმარების საკითხები იქნება.

21 სექტემბრიდან თბილისში „ღამის ავტობუსი" იმოძრავებს>>>

ფორუმი თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებიც ღამის ეკონომიკის მიმართულებითაა დაგეგმილი.

 „ფორუმის მთავარი მიზანი ღამის ეკონომიკის კონცეფციის განსაზღვრა, ქალაქში აუთვისებელი სივრცეების გააქტიურების გზების მოძიება, ადგილობრივი კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა, ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ვიზიტორების ჩართვა და ღამის თბილისის იმიჯის გაუმჯობესებაა“., – განაცხადა კალაძემ.

მისი სიტყვებით, ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, რომელთა შორის არის წარმატებული მაგალითების განმსაზღვრელი ფაქტორების დადგენა.

 „განიხილება ღამის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით, თუმცა ეს საკმარისი არაა“, – აღნიშნა კალაძემ. 

თბილისის მერიამ სექტემბრის ბოლოს აამოქმედა პროექტი, რომლის ფარგლებშიც შაბათ–კვირას ღამით დედაქალაქის ქუჩებში ავტობუსებმა დაიწყეს მოძრაობა. „ღამის ავტობუსი“  222 ნომრით 24:00 საათიდან 06:00 საათმდე მეტროსადგურ  „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ მოძრაობს.

კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ საინტერესი და პროდუქტიული იქნება როგორც ადგილობრივი ექსპერტებისთვის, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.

 „გვინდა გავიზიაროთ საუკეთესო ქალაქების მაგალითები, სადაც აღნიშნული მიმართულება განვითარებულია და ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული“, – აღნიშნა კალაძემ.

ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, რომელიც თბილისში 30 ნოემბერი – 1 დეკემბრის პერიოდში ტარდება,  პირველად გაიმართება ფესტივალი - Newon.  ფესტივალი ახლადაღდგენილ ინდუსტრიულ არტ–ჰაბ ELEKTROWERK-ში ჩატარდება. პროექტის მიზანი – უცხოელო სტუმრებისთვის ქართველი მუსიკოსების შემოქმედების გაცნობაა.

ღამის თბილისის განვითარება კალაძის ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისი მერის განცხადებით, ღამის კულტურული ცხოვრების გაცოცხლება ხელს შეუწყობს ახალი სტარტაპების ხელშეწყობას  და დედაქალაქის შემოსავლების ზრდას.

თემები:
თბილისი დღეს (1124)

მთავარი თემები