თბილისში 23 დეკემბერს საშობაო საქველმოქმედო გარბენი გაიმართება

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის მარათონი
თბილისის მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარათონში მონაწილეობა 10 ლარი ღირს.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საშობაო საქველმოქმედო გარბენი Christmas Run-2018 თბილისში 23 დეკემბერს გაიმართება. მარათონი С-ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება.

საქველმოქმედო მარათონი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
ქალაქის ქუჩებში თბილისის მეშვიდე მარათონი გაიმართა

ღონისძიებას მართავს საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია С-ჰეპატიტისგან განკურნებულთა ასოციაციასთან "ჩვენ გავიმარჯვეთ С-ზე" და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად.

დისტანციის სიგრძეა 6 კილომეტრი. მარათონში მონაწილეობა 10 ლარი ღირს.

როგორც გარბენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, შემოსული თანხები მთლიანად პაციენტების წინასწარი დიაგნოსტიკის ხარჯების დაფარვას მოხმარდება.

მათ, ვისაც პროექტის დახმარება მარათონის გარეშე სურს, ფულის გადარიცხვა შეუძლია საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ანგარიშზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0