რა დროს ანდომებენ ქართველები ყავის სმას

© Pixabay / cocoparisienneფინჯანი ყავა
ფინჯანი ყავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
IPM-ის კვლევების თანახმად, ყავა ქართველების ერთ-ერთი საყვარელი სასმელია.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართველები ყავის სმაზე საშუალოდ 11 წუთს ხარჯავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მარკეტინგული კვლევების სააგენტო IPM-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი ყავა ქართველებისთვისაც ერთ-ერთი საყვარელი სასმელია. გამოკითხულთა 81% კვირაში ერთხელ მაინც სვამს მას.

ყავას უფრო ხშირად ქალები სვამენ – საშუალოდ კვირაში 8-ჯერ; თუმცა მათ საგრძნობლად არც კაცები ჩამოუვარდებიან – ისინი ყავას კვირაში 6-ჯერ მიირთმევენ.

ყავა - Sputnik საქართველო
კოფეინი კანის უკურნებელ დაავადებას ებრძვის — მეცნიერთა დასკვნა

კაცები ყველაზე მეტად ახალგაზრდა ასაკში (18-24 წ.) სვამენ ყავას, ასაკთან ერთად კი მას უფრო ნაკლებად მოიხმარენ.

ქალები ყველაზე აქტიურად ყავას 35-44 წლის ასაკში სვამენ.

ტელეკომპანიის ცნობით, გავრცელებული მოსაზრება, რომ ყავის სმის პროცესს ადამიანები დიდ დროს უთმობენ, კვლევის შედეგებმა არ დაადასტურა.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანი ერთ ჯერზე საშუალოდ 11 წუთს ანდომებს ყავის დალევას. წლის განმავლობაში კი ყავის სმაზე დახარჯული დრო 3 დღეს აღწევს.

თუ მიღებულ მონაცემებს 2006 წელს ჩატარებული მსგავსი კვლევის შედეგებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ყავის სმაში დახარჯული დრო უმნიშვნელოდ არის გაზრდილი ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

„იმედის“ ცნობით, საბოლოო ჯამში, ისეთი ხანმოკლე აქტივობაც კი, როგორიც ყავის სმაა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვან დროს იკავებს. კერძოდ, 65 წლის ადამიანს დაახლოებით 155 დღე ყავის სმაში აქვს გატარებული.

ყველა ახალი ამბავი
0