„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, მიცკევიჩის, გამრეკელის, ცაგარელის და თოფურიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III და IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, ხუდადოვის, ალილუევის, მანჯგალაძის და ჩოხატაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0