მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnikმეტეხი
მეტეხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს 13 ნოემბერს აღნიშნავს.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 24:00 საათამდე შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქმა კალაძეს 100 000 მოწამის სახელზე ტაძრის ან ხეივნის მშენებლობა შესთავაზა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ გადაადგილდება, დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს.

კერძოდ, ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ ვირსალაძის ქუჩიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროსკენ მობრუნდებიან, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

ქართველი ერი თითქმის 800 წლის განმავლობაში ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს.

წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. უარის მიღების შემდეგ ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ახალი სტილით 13 ნოემბერს აღნიშნავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0