შსს სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზას შექმნის

© photo: Sputnikშსს
შსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ინიციატივით, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისთვის სასჯელი გამკაცრდება.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის, შესაძლოა, სამოქალაქო უფლებები შეიზღუდოს და სასჯელი გამკაცრდეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და ამ დანაშაულის დროული გამოვლენის მიზნით რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით იმუშავებს.

ნობელის პრემია - Sputnik საქართველო
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლებს გადაეცემათ

კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.

მსჯავრდებულს ასევე ჩამოერთმევა საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (სკოლა, ბაღი) დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო უფლებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი დღეს წარუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0