საქართველოში გრიპის ვირუსი დეკემბრის ბოლოდან გააქტიურდება

© photo: Sputnik / Nikolai Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტის აზრით, გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა, რომელიც 50-60%-ით ამცირებს ინფიცირების რისკს.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსის გააქტიურება და გავრცელება დეკემბრის ბოლოდან არის მოსალოდნელი, იუწყება ტელეკომპანია Imedi დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებს>>>

ზახაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არც საქართველოში და არც ევროპაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.

„მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ზედამხედველობა. ცირკულირებს სხვა რესპირაციული და რინო–ვირუსები, რაც იწვევს გრიპისმაგვარ დაავადებებს – სურდოს, ხველას, ყელის ტკივილსა და არც ისე მაღალ ტემპერატურას", – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ის მოსახლეობას ურჩევს: გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით საჭიროა ვაქცინაცია, რომელიც 50-60%-ით ამცირებს ინფიცირების რისკს.

სკოლა, გრიპი, პროფილაქტიკა - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ ბავშვები შემოდგომა–ზამთარში გავრცელებული გრიპისგან

წელს სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო 40,9 ათასზე მეტი ვაქცინა შეიძინა. ქვეყანაში შემოტანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ჰოლანდიური ვაქცინა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი აფთიაქებში შეძენა. პრეპარატის ღირებულება 30 ლარია.

ქართველი მედიკოსების განცხადებით, ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული, უსაფრთხოა და გამოცდილი.

გრიპის ვაქცინაცია უფასოა ადამიანებისთვის, რომლებიც რისკის ჯგუფში შედიან – ასაკოვანი ადამიანები, ორსულები, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები, С ჰეპატიტით დაავადებულები, აივ-ინფიცირებულები და დიალიზზე მყოფი პირები.

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია გრიპის სეზონის წინ, ყოველ წელს, ექიმის რეკომენდაციით. უკვე ავადმყოფობის დროს კი აცრა არ შეიძლება.

 

ყველა ახალი ამბავი
0