კესარია ესპანეთში ტრანსგენდერების კონკურსზე ვერ შეაფასეს

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალის წინ საქართველოს წარმომადგენელი შეუძლოდ გახდა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ტრანსგენდერმა მოდელმა კესარია აბრამიძემ, რომელიც ესპანეთში ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსზე Miss trans star international საქართველოს წარმოადგენდა, შეჯიბრების მოგება ვერ შეძლო.

კონკურსი 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში ბარსელონაში მიმდინარეობდა. გამარჯვებული გახდა ტაილანდის წარმომადგენელი კულჩაია ტანსირი. 23 ქვეყნის ყველა კონკურსანტის ნახვა შეგიძლიათ აქ.

ქართველი მონაწილის თქმით, კონკურსი მისთვის ნამდვილი გამოცდა გახდა. კონკურსის მიმდინარეობის დღეების განმავლობაში ის დგებოდა გამთენიისას და დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათი ეძინა. ფინალის დღის მოახლოებისას კი ზურგი და კისერი გაუცივდა. სცენაზე გასასვლელად მას ორი ნემსი გაუკეთეს. ამის შესახებ კესარიამ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

„ძალიან დიდი სტრესია მსგავსი კონკურსები. არა ძილი, არა - დრო, რომ მოწესრიგდე. გაციება. წელი გამიშეშდა. კისერი გამიშეშდა. მოკლედ, დავიღალე. ერთი კვირა ქუსლებზე გაუხდელად, მაკიაჟზე ზემოდან რომ კიდევ მაკიაჟს გადებენ და პლუს, უნდა გქონდეს გაღიმებული, ბედნიერი სახე. მოკლედ, რომ ჩამოვალ, დავიძინებ ერთი კვირა", – წერს კესარია.

კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს განაცხადა, რომ ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა.

© FB / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია ესპანეთში ტრანსგენდერების კონკურსზე ვერ შეაფასეს - Sputnik საქართველო
კესარია აბრამიძე

Miss trans star international პირველად 2010 წელს გაიმართა. ის ყოველწლიურად ბარსელონაში ტარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება 18-დან 36 წლამდე ასაკის ადამიანს, თითო ქვეყნიდან თითო კანდიდატს შეუძლია. კონკურსის მიზანია „საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ტრანსგენდერების საზოგადოებისკენ და მისი სილამაზისა და მრავალფეროვნების მსოფლიოსთვის ჩვენება". გასულ წელსაც მისი გამარჯვებული ტაილანდელი კონკურსანტი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0