რატომ კეტავენ კუს ტბის საბაგიროს

გამოწერა
თბილისის საბაგირო გზებიდან ერთ-ერთზე გეგმური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით დაიკეტება, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განცხადებაში.

„გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 24 ოქტომბერს კუს ტბის საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", – ნათქვამია განცხადებაში.

კურორტი ახალი გუდაური - Sputnik საქართველო
გუდაურში ახალი საბაგიროები შენდება

ამ დროისთვის თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს – რიყე–ნარიყალასი და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.

კუს ტბის განახლებული საბაგირო 2016 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური. ამასთან ერთად მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, გარემონტდა გონდოლები. თუმცა, სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე. საბაგირო გზა მგზავრებს ორი გონდოლით ემსახურება 7–8 წუთის ინტერვალით.

 

ყველა ახალი ამბავი
0