მცხეთაში აუტისტი ბავშვებისთვის ცენტრის აშენების პროექტი მზადაა

CC0 / Depositphotos / Belchonock / თოჯინა და სიტყვა „აუტიზმი"
თოჯინა და სიტყვა „აუტიზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრი და სკოლა აუტისტი ბავშვებისა და მოზარდებისთვის მთავრობის მიერ უანგაროდ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე აშენდება.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდმა" მცხეთაში აუტისტი ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

საქართველოს მთავრობამ უფრო ადრე ფონდს ცენტრისა და სკოლის ასაშენებლად, რომელიც 230 ბავშვზე იქნება გათვლილი, უსასყიდლოდ გადასცა მიწის ნაკვეთი.

სიტყვა „აუტიზმი - Sputnik საქართველო
აუტიზმი ტრაგედია არ არის, ტრაგედია უვიცობაა

ცენტრი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, სენსორული ოთახებით, აუცილებელი ინვენტარით სხვადასხვა სახის თერაპიისთვის.

აუტისტ ბავშვებზე ზოგიერთ სახელმწიფო სკოლაში ზრუნავენ. 2013 წელს განათლების სამინისტრომ პროგრამის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა" ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო სკოლებში ინტეგრირებული კლასები გახსნა. ამჟამად ინტეგრირებული კლასები გახსნილია საქართველოს რვა სახელმწიფო სკოლაში, თბილისში – №166, №72, №41, №132, №55 სკოლებში, ასევე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ბათუმის №13 და რუსთავის №21 სკოლებში.

რამდენი ადამიანია აუტისტი საქართველოში, უცნობია. „განსაკუთრებული ბავშვების" მშობლებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრები არ არსებობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0