ქობულეთში 15 წლის გოგონა გათხოვდა: შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიპატარძალი
პატარძალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, წყვილი თანაცხოვრებაში არ იმყოფება.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის ქორწინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის განცხადებით, არასრულწლოვანი გოგონა მეუღლესთან თანაცხოვრებაში არ იმყოფება, იუწყება პირველი არხი.

გოგონას დედა იმავე სკოლაში, სადაც ის სწავლობს, საქმეთა მმართველია, ხოლო არასრულწლოვნის ქორწინების შესახებ სკოლის დირექტორიცა და პედაგოგებიც ინფორმირებულები იყვნენ. მეტიც, ისინი ქორწილშიც იმყოფებოდნენ.

გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო
გატაცება თუ გაპარვა - არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარშია გადაყვანილი

„გათხოვების პერიოდში გოგონა ჩვენ სკოლაში არ ირიცხებოდა. ქორწილში კი იმიტომ ვიყავი, რომ ჩემმა თანამშრომელმა დაგვპატიჟა. რაც არ უნდა პროტესტის გრძნობა გამჩენოდა, მე რა უნდა მექნა?! ჩემი პოზიციაა, რომ ბავშვმა სკოლა უნდა დაამთავროს, განათლება მიიღოს და მერე გათხოვდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, შვილები არ გვეკითხებიან და გადაწყვეტილების პროცესში თავისუფლები არიან“, – განაცხადა დირექტორმა.

ქობულეთის განათლების რესურს-ცენტრში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ დღეს გაიგეს და შესაბამისი ინფორმაცია აცნობეს როგორც განათლების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ცოტნე ანანიძის განცხადებით, დაგეგმილი იყო მხოლოდ ნიშნობა, თუმცა ფინანსების ეკონომიის მიზნით ოჯახმა ნიშნობის ნაცვლად ქორწილი გადაწყვიტა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
17 წლის გოგონა ქმრის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. თავიდან ნიშნობა იყო დაგეგმილი, ხარჯების დაზოგვის მიზნით ქორწილი გადაიხადეს. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, წყვილი თანაცხოვრებაში არ იმყოფება. თუ ეს დადასტურდა და თანაცხოვრებაში არ არიან, კანონდარღვევა არ არის“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 140-ე მუხლით, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0