სად უნდა იმუშაოს საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა: გამოკითხვის შედეგები

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. „Sputnik საქართველოს" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეთა 38% მიიჩნევს, რომ საქართველოს ახლადარჩეულმა სახელმწიფო მეთაურმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უნდა იმუშაოს.

კითხვაზე, „სად უნდა იმუშაოს საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა", გამოკითხვაში მონაწილეთა 35,7%-მა უპასუხა „სულ ერთია, მთავარია იმუშაოს".

რესპონდენტების 16,7% ემხრობა პასუხს „ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციაში", ხოლო 4,8% კი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუ პრეზიდენტი "სახლში" იმუშავებს.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობას არ აპირებდა. მაშინ საკუთარ სამუშაო ადგილად მთავრობის კანცელარია დაასახელა. შემდეგ მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა, თავად კი ათონელის ქუჩაზე ახალ რეზიდენციაში გადასვლას გეგმავდა. თუმცა, 2014 წლის მარტში იგი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში მაინც გადავიდა. სწორედ ეს ფაქტი გახდა პირველი უთანხმოების საბაბი მმართველ პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსა" და მარგველაშვილს შორის.

 

ყველა ახალი ამბავი
0