პირველად საქართველოში ეტლით მოსარგებლე პირები ზღვაში შესვლას პანდუსებით შეძლებენ

© Sputnik / STRINGERბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შშმ პირები აქტიურად ჩაერთვებიან პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმის ბულვარში ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და სანაპირო ზოლის მოწყობის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პრეზენტაცია 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების კონცეფციას ეხებოდა, რომლის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებისთვის სანაპირო ზოლზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ზღვაზე გადასასვლელები, ადაპტირებული საშხაპეები და ატრაქციონები  მოეწყობა.

 „ბათუმის ბულვარის“ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობისა და   ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შშმ პირები ესწრებოდნენ.

„ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა შეიქმნას ადაპტირებული გარემო ბაღებში, სკოლებში, სამუშაო ადგილებსა თუ საჯარო სივრცეში. დღევანდელი საღამოც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თითოეულ შშმ პირს აუცილებელია ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა იგრძნოს თავი საზოგადოებაში ჩართულად და იყოს ინტეგრირებული“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

შშმ პირების თანამონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნა დაანონსდა, ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულნი პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში.

ყველა ახალი ამბავი
0