საქართველოში ავტოგასამართი სადგურების შემოწმება იწყება

© photo: Sputnikბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხობრივი მოთხოვნები მკაცრდება.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ნოემბრიდან ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ნელი კორკოტაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

რატომ იზრდება ბენზინის ფასი საქართველოში>>>

საწვავის ხარისხის მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტრო 2016 წლიდან წელიწადში ერთხელ ახორციელებს.

არსებული ინფორმაციით, ნოემბერში საქართველოში არსებულ 80 ავტოგასამართს სადგურს შეამოწმებენ, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 240-მდე სინჯს აიღებენ და გამოიკვლევენ – რამდენად არის შესაბამისობაში საწვავის ხარისხი დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან.

ბენზინი - Sputnik საქართველო
არის თუ არა საქართველოში საწვავი ზედმეტად ძვირი

ნელი კორკოტაძის განცხადებით, თუ დადგინდება, რომ კომპანია ნორმებთან შეუსაბამო საწვავის რეალიზაციას ახდენს, 8 ათასი ლარით დაჯარიმდება.

„როდესაც ქვეყანაში ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტი ხდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, სანქცია გახლავთ 10 ათასი ლარი, ხოლო რეალიზაციისას თუ ხდება ისეთი საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ნორმებს, სანქცია 8 ათასი ლარია", – აღნიშნა მან.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი კვლევების ჩატარებას საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ლაბორატორიის მეშვეობით უზრუნველყოფს. კორკოტაძის განცხადებით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ასევე, 2019 წლის 1 იანვრიდან მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი მოთხოვნები. კერძოდ, მცირდება გოგირდის დასაშვები ოდენობა დიზელის საწვავის შემადგენლობაში 100 მგ/კგ-დან 50 მგ/კგ-მდე. მთავრობამ შესაბამისი დადგენილების კანონპროექტი უკვე მოამზადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0