საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს

© photo: Sputnikსპორტის სასახლე
სპორტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მიღებული იქნება „თბილისის დეკლარაცია".

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის რიგით მე-15 საიუბილეო მინისტერიალს მასპინძლობს, რომელშიც 38 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ღონისძიებაში, რომელიც თბილისში იმართება, მონაწილეობენ სპორტის სფეროში მაღალი თანამდებობის პირები – ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები. მინისტერიალი მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

„არაერთი კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ სპორტი ევროპული ინტეგრაციის პროცესში მძლავრი იარაღია. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო კორპორაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვნად ზრდიან საკუთარ კონტრიბუციას სპორტის სფეროში, მათ შორის, ჩვენ ქვეყანაში", – აღნიშნა ბახტაძემ.

საქართელოს ფეხბურთის ნაკრები ანდორასთან გამარჯვების შემდეგ - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ანდორა გაანადგურა

პრემიერმა განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში სპორტი თანამედროვე ადამიანის განუყოფელი ნაწილია და ის საკუთარ თავში მოიცავს სოციალურ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ და კულტურულ ფუნქციებს.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის.

მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნება ორი რეზოლუცია: პირველი - სპორტის სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მეორე - ადამიანის უფლებების დაცვა სპორტის სფეროში, ვალდებულებები და საერთო პასუხისმგებლობა.

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მიღებული იქნება „თბილისის დეკლარაცია" – ადამიანის უფლებებისა და სპორტის შესახებ საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ინიციატივით შემუშავდა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით.

ღონისძიება ევროპის საბჭოს, EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0