რა თვისებები უნდა ჰქონდეს საქართველოს ახალ პრეზიდენტს - Sputnik-ის გამოკითხვის შედეგები

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. „Sputnik საქართველოს" მკითხველების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს პატრიოტი (60,9%), ასეთია სააგენტოს მიე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

ამასთან, გამოკითხვაში მონაწილეთა 21,7% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მეთაური უნდა იყოს პრინციპული.

რესპონდენტების 8,7%-ის სურვილია, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი იყოს ქარიზმატული და ჰქონდეს მტკიცე ნერვები (8,7%).

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0