დოღი და ოსური სამზარეულო – საქართველოში „კოსტაობა 2018"-ს აღნიშნავენ

გამოწერა
კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 159-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიებები თბილისში, ხოლო სადღესასწაულო კახეთში გაიმართება.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. დოღი, ოსური სამზარეულოს დეგუსტაცია და სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 12-15 ოქტომბერს ცნობილი ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 159-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე „კოსტაობა 2018".

მცხეთობა-სვეტიცხოვლობა: დღესასწაულის პროგრამა>>>

ღონისძიება თბილისსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში გაიმართება, სადაც ძირითადად ოსები ცხოვრობენ. თბილისსა და არეშფერანში ხეთაგუროვის ძეგლები დგას.

საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერმა გაეროს კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე „თბილისის ფორუმის" ჩატარება შესთავაზა

ღონისძიების პროგრამაშია ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხეთაგუროვის ძეგლის ყვავილებით შემკობა და ექსკურსია თბილისში. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან.

„კოსტაობის" სადღესასწაულო ნაწილი სოფელ არეშფერანში უფრო მასშტაბურად გაიმართება, სადაც დაგეგმილია ოსური ტრადიციული კერძების დეგუსტაცია, ჩემპიონატი ჭიდაობაში, კონცერტი და სხვა გასართობი ღონისძიებები.

„კოსტაობა 2018"-ზე მოწვეული არიან მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პოეტი და პუბლიცისტი კოსტა ხეთაგუროვი ოსური ლიტერატურული ენის დამფუძნებლად მიიჩნევა. 1899 წელს მან გამოუშვა პოეტური კრებული „ოსური ლირა", რომელშიც, მათ შორის, პირველად გამოქვეყნდა ლექსები ბავშვებისთვის ოსურ ენაზე.

„კოსტაობა 2018"-ის ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0