17:00 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
მაიაკოვსკის ფესტივალი

მაიაკოვსკის ეკო-არტ ფესტივალს ბაღდათი მასპინძლობს

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (682)
16 0 0

ბაღდათში იგეგმება მაიაკოვსკის საზოგადოების დაფუძნება, რომელიც არტ-ფესტივალის "ბაღდათის ცა და სულის ეკოლოგია" სახლი გახდება.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. პირველმა საერთაშორისო ეკო-არტ ფესტივალმა „ბაღდათის ცა და სულის ეკოლოგია", რომელიც ვლადიმერ მაიაკოვსკის დაბადებიდან 125 წლისთავს ეძღვნება, თბილისიდან ლიტერატურული პროგრამის მონაწილეები მიიღო.

სტუმრებს პოეტის მშობლიური ქალაქის ბაღდათის მერმა არჩილ გოგსაძემ უმასპინძლა.

ქალაქის მერის განცხადებით, ფესტივალს ქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ტურისტული და ეკონომიკური კუთხით, ისე დიდი ტრადიციის აღდგენის - ბაღდათში მაიაკოვსკის დღეების გამართვის თვალსაზრისით.

Фестиваль Маяковского
© Sputnik / STRINGER
ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძე

„ვთვლი, რომ ეს ბაღდათის მომავალი განვითარების კუთხით დიდი ნაბიჯია არა მარტო ტურისტული, არამედ ეკონომიკური სფეროს კუთხით. ბაღდათში მაიაკოვსკის დღეებს 70-იანი წლებიდან აღნიშნავდნენ, მასში საბჭოთა კავშირის დროინდელი პრაქტიკულად მთელი ლიტერატურული ელიტა იღებდა მონაწილეობას. რამდენადაც მახსოვს, ისეთ გენიოსებს, როგორიცაა ევტუშენკო და ახმადულინა, არც ერთი ღონისძიება არ გამოუტოვებიათ", – განაცხადა გოგსაძემ.

მისი სიტყვებით, 90-იან წლებში მაიაკოვსკის დღეები, სამწუხაროდ, აღარ გამართულა.

Фестиваль Маяковского
© Sputnik / STRINGER
მაიაკოვსკის ფესტივალი

„დღეს ჩვენ ვცდილობთ ყოველივე ეს თავიდან გავაცოცხლოთ. იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ ფესტივალი ბაღდათისთვის ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი გავხადოთ", – განაცხადა ქალაქის მერმა.

მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ლიტერატურულ დარბაზში ფესტივალის მეხუთე დღეს პოეტები, მთარგმნელები, სხვადასხვა წლებში მაიაკოვსკის პრემიის ლაურეატები, ასევე ჟურნალისტები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები გამოვიდნენ, მათ შორის, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბაღათურ არაბული, მწერალი და პუბლიცისტი ზაალ ბოტკოველი, მაიაკოვსკის პრემიის ლაურეატები მანანა ჩიტიშვილი, მზია ხეთაგური, ირინე გოჩაშვილი, პოეტი ერეკლე საღლიანი, მთარგმნელი ნინო ქოქოსაძე, ზაალ ებანოიძე, კოტე კიკნაძე, ასევე ჟურნალისტები ვაჟა დანელია, თამარ ინაშვილი, ანასტასია ხატიაშვილი და ა.შ.

Фестиваль Маяковского
© Sputnik / STRINGER
მაიაკოვსკის ფესტივალი

ფესტივალი პოეტის მშობლიურ ბაღდათში 5 ოქტომბერს გაიხსნა და 11 დღეს გასტანს. ფორუმის მონაწილეები არიან მხატვრები და მსახიობები საქართველოდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და ესტონეთიდან. პროექტის მიზანია ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედებისა და მისი ისტორიული სამშობლოსადმი საერთაშორისო ინტერესის აღორძინება.

Фестиваль Маяковского
© Sputnik / STRINGER
მაიაკოვსკის სახლი ბაღდათში

ფესტივალის პროგრამაშია მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის დათვალიერება, პოეტის შემოქმედების გაცნობა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მასტერ-კლასები, სხვადასხვა სათამაშო პროექტი და ვიქტორინა, ლექციები ეკოლოგიაზე, ნამუშევრების გამოფენა, ხალხური სუვენირების, ღვინის, ყველის, ჩურჩხელისა და სხვა ტრადიციული ნაკეთობა–პროდუქტების ბაზრობა. სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ რთველში.

ფესტივალი დასრულდება გალა-კონცერტით ბაღდათისა და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების ლიტერატურული, მუსიკალური და თეატრლური სტუდიების მონაწილეობით.

Фестиваль Маяковского
© Sputnik / STRINGER
მაიაკოვსკის ფესტივალი

ფორუმის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საფუძველს დაუდებენ საერთაშორისო ფესტივალის „მაიაკოვსკის კვალდაკვალ" ჩატარებას, რომელიც შემდგომ წლებში გაიმართება გერმანიის, რუსეთის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქალაქებში, სადაც ცხოვრობდა და გამოდიოდა პოეტი. ფესტივალზე ასევე იგეგმება მაიაკოვსკის კონკურსის დაფუძნება ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში.

Фестиваль Маяковского
© Sputnik / STRINGER
მაიაკოვსკის ფესტივალი

პროექტის ორგანიზატორები არიან გერმანიის კრეატიული შემოქმედების სტუდია Gergeo, ქართული კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი ბერლინში "ქართლის დედა", ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განყოფილება.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (682)

მთავარი თემები