Tbilisi Fashion Week-ს ბრიტანელი, რუსი და უკრაინელი დიზაინერები ეწვევიან

© Sputnik / Alexander Imedashviliდიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენება
დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მოდის კვირეული "ღვინის ქარხანა №1"-ის ტერიტორიაზე გაიმართება.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოდური მოვლენა თბილისის მოდის კვირეული (Tbilisi Fashion Week) 18-21 ოქტომბერს გაიმართება.

ღონისძიებაზე შეიკრიბებიან ქართველი, რუსი, უკრაინელი და ბრიტანელი დიზაინერები.

როგორია ყოველდღიური სამოსი და რატომ უყვართ თბილისში „წიწილებივით ერთნაირად გამოწყობა“>>>

ოთხი დღის განმავლობაში სტუმრები იხილავენ დიზაინერების 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციებს. ქართველ მონაწილეებს შორის იქნებიან ლაშა ჯოხაძე, ქეთი ჩხიკვაძე, ლაშა დევდარიანი, ბრენდი Maturelli და ა.შ.

ვიკა სიმონიანის ნაშრომი - Sputnik საქართველო
ნაქსოვი ტანსაცმელი Woolen Stories-გან, რომელიც ნებისმიერი იმიჯის მქონე ადამიანს ერგება

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონის ჩვენებების სრული პროგრამა ღონისძიების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

წელს, მოდის კვირეულის ისტორიაში პირველად, ყველა ჩვენება მულტიფუნქციურ სივრცეში „ღვინის ქარხანა №1"-ში გაიმართება.

პირველი საღამო ცნობილი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის მეუღლეს, თეატრისა და კინოს მსახიობს ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება.

მიუხედავად იმისა, რომ ბელა მირიანაშვილი მხოლოდ ხუთ ფილმშია გადაღებული, მსახიობმა მოახერხა ქართულ კინემატოგრაფიაში საკუთარი კვალის დატოვება. ბელა მირიანაშვილმა საკუთარი სიტყვა თქვა თეატრალურ სამყაროშიც. სამწუხაროდ, კინო და სცენა მსახიობმა 30 წლის ასაკში დატოვა მძიმე ავადმყოფობის გამო.

სეზონის სიახლე ეკოლოგიური თემატიკა იქნება. მოდის კვირეულზე გლამურული ეკობაზარი მოეწყობა, რომელიც სტუმრებს შესთავაზებს ქართულ ეკოპროდუქციას, მათ შორის ეკოღვინოს, ეკოყველს და ა.შ.

„მომავალში ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა დიზაინერებმა ეკომასალები გამოიყენონ და თბილისის მოდის კვირეული Eco Fashion Week-ად, ხოლო საქართველო ნატურალური მასალების მწარმოებლად იქცეს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრენდია", – განაცხადა მოდის კვირეულის კრეატიულმა დირექტორმა ნინო იოსელიანმა.

საბავშვო ტანსაცმელი - Sputnik საქართველო
„ბაფთი“ – ბავშვების რჩეული ბრენდი მაღალი ხარისხით და დაბალი ფასით

თბილისის მოდის კვირეული ახალი სახეების გამოვლენას გააგრძელებს და სტუმრებს დამწყები დიზაინერების ნამუშევრებს წარუდგენს. კონკურსის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები კი პრიზებს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღებენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით წლევანდელ ღონისძიებას 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა, მათ შორის, Vogue, Elle, Harper's Bazaar გააშუქებს.

თბილისის მოდის კვირეული თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების მხარდაჭერით იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0