16:59 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
იაპონია

იაპონიაში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Yurev
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (74)
6920

იაპონელი მაყურებელი იხილავს როგორც თანამედროვე ქართველი რეჟისორების ნამუშევრებს, ისე კლასიკად ქცეულ ფილმებს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისა და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს აღსანიშნავად იაპონია ქართული კინოს ფესტივალს უმასპინლებს, რომელიც იაპონიაში 13-26 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ქართული ფილმების ჩვენება ტოკიოს კინოთეატრ „ივანამი ჰოლში" გაიმართება.

ფესტივალის სტუმრები იხილავენ ისეთ ფილმებს, როგორიცაა კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია", მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე", ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის „ქეთო და კოტე", გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი", მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი", რუსუდან პირველის „სუსა", რუსლან ჭყონიას „გაიღიმეთ", ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები", რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი", მარიამ ხაჭვანის „დედე", გიორგი ოვაშვილის „ხიბულა", ზაზა ურუშაძის „აღსარება", რატი ონიანის „მზის ქალაქი", ანა ურუშაძის „საშიში დედა" და ა.შ.

„ქართული კინოს ფესტივალის იაპონიაში გამართვის იდეა კინოთეატრ „ივანამი ჰოლის" თანამშრომელს ტაკეჰიდე ჰარადას ეკუთვნის. ჰარადა 40 წლის წინ მოიხიბლა გიორგი შენგელაიას ფილმით „ფოროსმანი" და ქართული კინემატოგრაფიის უკეთ გასაცნობად საქართველოსაც კი ეწვია. ამჟამად იგი 65 წლისაა და სურს სამსახურიდან წასვლამდე იაპონელ მაყურებელს ქართული კინო გააცნოს", – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

როგორც აქვე აღნიშნავენ, 2018 წელს ტაკეჰიდე ჰარადამ ქართული კინოსა და თეატრის შესახებ წიგნი გამოსცა, რამდენიმე თვის წინ კი ჰარადას ილუსტრაციებითა და იასუჰირო კოჯიმას თარგმანით ვაჟა-ფშაველას პოემებისა და მოთხრობების კრებულიც გამოიცა იაპონურ ენაზე.

 

თემები:
ქართული კინო (74)

მთავარი თემები