„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ), ლუბლიანას და ტერევერკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ონიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ივანე ბერიტაშვილის, ლვოვის, ვაზისუბნის, ვახტანგ ჩიქოვანის და ბუდაპეშტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბუსერიძე-ტბელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0