06:46 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ხანძარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეების მიღებას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1409)
15420

მოხალისეების გადამზადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერით.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურს გახდეს მოხალისე, სპეციალურად შექმნილ ვებ-პლატფორმაზე (volunteer.ge) დარეგისტრირება 1 ნოემბრიდან შეუძლია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის>>>

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა სისტემის დანერგვას დღეიდან იწყებს, თუმცა მოხალისეთა რეგისტრაცია ერთი თვის შემდეგ დაიწყება.

უწყების ცნობით, საქართველოში პირველად იქმნება მოხალისეთა ეროვნული სია, რომელსაც კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუწევს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე 2018 წლის იანვარში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბაზაზე შეიქმნა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარა. მანამდე უწყებას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ერქვა.

„მოხალისემ უნდა მოგვაწოდოს ზუსტი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, რათა არ მოხდეს მისი ჩართვა ისეთ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომელიც შეიცავს მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის რისკს", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოხალისე შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს რამდენიმე მოთხოვნას: არის საქართველოს მოქალაქე, შეუსრულდა 18 წელი, ფლობს ქართულ ენას საკომუნიკაციო დონეზე და არ არის ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის.

სამსახურის ცნობით, მოხალისეების გადამზადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერით.

„სამოქალაქო უსაფრთხოების კანონის" მიხედვით, მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებული პირები მეხანძრე-მაშველისთვის დაწესებული სოციალური დაცვის გარანტიებითაც ისარგებლებენ. ასევე მათ, დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, დროებით სარგებლობაში შესაბამისი აღჭურვილობაც გადაეცემათ.

ამას გარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია სათანადო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მოხალისეს აუნაზღაუროს საგანგებო სიტუაციის ადგილამდე მგზავრობის ხარჯი, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციის სპეციფიკიდან და მასზე რეაგირების ღონისძიების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, იზრუნოს მის კვებასა და განთავსებაზე.

არსებული ინფორმაციით, მოხალისეთა ინსტიტუტი პირველ ეტაპზე იმ რეგიონებში დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროება არსებობს და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებსაც შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გარკვეული დრო სჭირდებათ.

 

თემები:
თბილისი დღეს (1409)

მთავარი თემები