თბილისში რამდენი ძაღლი გახდა სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი

გამოწერა
საქართველოში ცხოველების წამებისა და სასტიკად მოპყრობისთვის სასჯელი მკაცრდება

თბილისი,  23 სექტემბერი — Sputnik.  2018 წლის განმავლობაში თბილისში ძაღლებისადმი სასტიკი მოპყრობის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან სამი ფატალურად დამთავრდა, განაცხადა  თბილისის მერიის ცხოველების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ.

გაიზრდება თუ არა ჯარიმები თბილისში ძაღლების პატრონებისთვის>>>

მისი სიტყვებით, ძაღლებისადმი სასტიკი მოპყრობა დაფიქსირდა  პისტოლეტის, პნევმატური იარაღისა და სხვადასხვა ბასრი საგნების გამოყენებით, რის საფუძველზეც სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც ძაღლს ცხელი წყალი გადაასხეს.

 „სექტემბრის თვის მონაცემებით ტრამვირების (ძაღლების) 784 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი ნაწილი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის, ნაწილი და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი აღმოჩნდა“, – განაცხადა ლომჯარიამ. 

მიყვარხარ, ადამიანო: უსაყვარლესი ვიდეო ცხოველებსა და ადამიანებს შორის სიყვარულზე - Sputnik საქართველო
"მიყვარხარ, ადამიანო": ვიდეო ცხოველებსა და ადამიანებს შორის სიყვარულზე

გასულ კვირას თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ძაღლებისადნი სასტიკი მოპყრობა საკანონმდებლო დონეზე გამკაცრდება.

ცვლილებების პაკეტის თანახმად, ცხოველების წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში შემდეგი სასჯელია გათვალისწინებული: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შიდაპატიმრობა, ჯარიმა, ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, არასრულწლოვნის მხრიდან მსგავსი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასჯელი მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს განესაზღვრება.

კალაძეს იმედი აქვს, რომ ახალი რეგულაციები მრავალი ცხოველის სიცოცხლეს გადაარჩენს და ამასთან, ადამიანების ქმედებებს შეცვლის.

ყველა ახალი ამბავი
0