ბათუმის ზოოკუთხეში კარანტინი გრძელდება

© Sputnik / Levan Avlabreliზოოპარკი
ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის ზოოკუთხის ბინადრების სერიოზული დაავადებების მიზეზი ვირუსული ინფექციებია.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ზოოკუთხეში კარანტინი წლის ბოლომდე გაგრძელდა, ამიტომ ის მნახველებისთვის დაკეტილი იქნება, იუწყება ტელეკომპანია „აჭარა".

ბათუმის ზოოკუთხე ვიზიტორებისთვის მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში დაკეტილი იყო ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - ისინი პნევმონიით ავადდებიან. როგორც ზოოკუთხის დირექტორმა გიორგი კალანდაძემ განაცხადა, ბოლო დროს ცხოველები არ იხოცებიან, მაგრამ იყო მკვდადშობადობის შემთხვევები.

„არის ცხოველების კატეგორია, რომელთაც ჰქონდათ მიმდინარე ქრონიკული ინფექციური დაავადებები, რომელიც არ გადაეცემა ადამიანს, თუმცა საშიშია ზოოკუთხის გახსნა ვიზიტორების ჯანმრთელობისთვის, რადგან ცხოველებს მძიმე მკურნალობის კურსი უტარდებათ და პარალელურად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს", – აღნიშნა კალანდაძემ.

ძაღლი - Sputnik საქართველო
ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა შესაძლოა შინაპატიმრობითაც დაისაჯოს

კარანტინი ზოოკუთხეში მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქ 40 ცხოველი დაიღუპა, მათ შორის ანტილოპები, ირმები, პრიმატები და კენგურუ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საგანგაშო სტატისტიკა უკავშირდება ზოოკუთხეში ცხოველების შენახვის არასათანადო პირობებსა და არაკვალიფიციურ თანამშრომლებს.

ბათუმის მერი აპრილში ზოოკუთხის გადატანის ინიციატივით გამოვიდა. ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის შეარჩიეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია ჩაქვის მხრიდან, რომლის ფართობი 173,3 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია.

ამჟამინდელი ზოოკუთხე 16 ათას კვადრატრულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. სპეციალისტების თქმით, პატარა ვოლიერები ცხოველებს შორის ვირუსული ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი მიზეზია.

ბათუმის ზოოკუთხე 1898 წელს დაარსდა. ამჟამად ის სამ ნაწილად არის გაყოფილი — ერთ სექტორში არიან პრიმატები და ფრინველები, მეორეში — ჩანთოსნები და მესამეში — ჩლიქოსნები.

 

ყველა ახალი ამბავი
0