„დავასუფთავოთ მსოფლიო“ - აქციაში მარგველაშვილი ჩაერთო

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიაში – „დავასუფთაოთ მსოფლიო“.
გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიაში – „დავასუფთაოთ მსოფლიო“. - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქცია ტერიტორიის დალაგებასთან ერთად ასევე გამწვანებას მოიცავდა

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოს დასუფთავების დღესთან დაკავშირებით თბილისში, ბათუმსა და ქობულეთში დასუფთავების აქცია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიაში – „დავასუფთაოთ მსოფლიო“. აქციის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. 

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება - Sputnik საქართველო
დედამიწის დღე: დასუფთავების აქცია თბილისში

„მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს იმიტომ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს ტარდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცია.  მე მინდა მადლობა ვუთხრა ესტონელებს, რომლებმაც 10 წლის წინ დაიწყეს ეს ინიციატივა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მადლობა მინდა ვუთხრა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი პატრიოტიზმით დღეს ჩვენთან ერთად ალაგებენ და ასუფთავებენ გარემოს“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 

ბათუმში დასუფთავების აქცია მამია ვარშანიძის ქუჩიდან დაიწყო. მეეზოვეებმა ის ქუჩები დაალაგეს, რომელიც ყოველდღიურად არ სუფთავდება. აქცია ტერიტორიის დალაგებასთან ერთად ასევე გამწვანებას მოიცავს.

აქციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. მათ მოხალისეებთან ერთად სიმბოლურად სანაპირო და ზღვისპირა  პარკი მყარი ნარჩენებისგან გაწმინდეს.

ეს დღე  მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. კამპანია  სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო“ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.


ყველა ახალი ამბავი
0