საქართველოში პედაგოგების ხელფასი 1500 ლარამდე გაიზრდება

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიმოსწავლეები გაკვეთილზე
მოსწავლეები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს ხელფასები გაეზრდებათ

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სკოლის მასწავლებლების საშუალო ხელფასს 2020 წლისთვის მინიმუმ 1500 ლარამდე გაზრდიან, განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

სკოლის მასწავლებლების ხელფასი სამჯერ გაიზრდება >>

დღეისათვის საჯარო სკოლის პედაგოგის ხელფასი 1000 ლარს შეადგენს.

ხელფასების გაზრდა საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ფარგლებშია გათვალისწინებული. პარასკევს აღნიშნული ინიციატივა ბატიაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააჟღერეს.

აბიტურიენტების რეგისტრაცია გამოცდის წინ - Sputnik საქართველო
მისაღები გამოცდები 2020 წლიდან ახლებურად ჩატარდება

2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში მომატებულ ხელფასს დაახლოებით 10 000 მასწავლებელი მიიღებს, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგები. 

2019-2021 სასწავლო წლებში ხელფასები გაეზრდებათ ასევე სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს, აგრეთვე პედაგოგების კიდევ ერთ ნაწილს.

2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს, ხოლო უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის — 2000 ლარს და მეტს.

საქართველოში პედაგოგებს ხელფასი ბოლოჯერ 2017 წლის 1 იანვარს გაეზარდათ. მენტორ-მასწავლებელი იღებს 1100 ლარსა, წამყვანი მასწავლებელი — 965 ლარს, უფროსი მასწავლებელი — 800 ლარს, პრაქტიკოსი მასწავლებელი — 600 ლარს.


ყველა ახალი ამბავი
0