ქართული ვისკი „ჯიმშერი" უკრაინაში გაიყიდება

© FB / Jimsherპირველი ქართული ვისკი JIMSHER
პირველი ქართული ვისკი JIMSHER - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ვისკს ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი აქვს აღებული

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ქართული ვისკი „ჯიმშერი" (JIMSHER) სამ კვირაში უკრაინის ბაზარზე გამოჩნდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„ჯიმშერი" ქართული დასახელების პირველი ვისკია, რომელმაც მსოფლიოს ცნობილ ბრენდებს გაუწია კონკურენცია. იგი ოთხწლიანი დაძველებით პირველად გასულ წელს ჩამოასხეს. ვისკი „ასკანელი ძმების" ერთ-ერთი დამფუძნებლის ჯიმშერ ჩხაიძის საავტორო ტექნოლოგიით მზადდება. ვისკის შეფუთვის ქართული ხასიათის შენარჩუნებაზე კი ზვიად ციკოლიამ იზრუნა.

ვისკი „ჯიმშერი“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „Leader of the Year“ მფლობელი გახდა - Sputnik საქართველო
ქართული ვისკი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

სამომავლოდ ვისკის გატანა აშშ-ის ბაზარზეც იგეგმება. გარდა ამისა, ბრენდი ისრაელისა და ინდოეთის ბაზრის ათვისებასაც გეგმავს.

რაც შეეხება სხვა სახის სიახლეებს, ვისკი „ჯიმშერი" ქართულ ბაზარზე ერთ ლიტრიან ბოთლებში ხუთ თვეში გამოჩნდება.

ტრადიციული ვისკის ტექნოლოგიით და ქართული მარცვლეულისგან დამზადებული პირველი ქართული ვისკი JIMSHER-ი ანალოგიურ უცხოურ პროდუქციაზე 5%-ით იაფია. ამ ეტაპზე მისი შეძენა და დაგემოვნება თბილისის მასშტაბით 100-მდე სუპერმარკეტშია შესაძლებელი. ვისკი 0,7 და 0, 5 ლიტრიან ბოთლებშია ჩამოსხმული.

ამჟამად ვისკის სამი სახეობა მზადდება - ტრადიციული საფერავი ნამყოფი კასრში, ქართული ბრენდი კასრში და წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი. ვისკი ექსპორტზე ამჟამად ჩინეთში, ყაზახეთში და პოლონეთში გადის

ქართულ ვისკს ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი აქვს აღებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0