00:29 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
პიროტექნიკა

არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა, შესაძლოა, აიკრძალოს

© photo: Sputnik / Pavel Lisicyn
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (832)
38 0 0

ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დასჯადია მხოლოდ პიროქტენიკური ნაკეთობების ღამის საათებში გამოყენება.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა, შესაძლოა, აიკრძალოს და ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შესაბამისი ცვლილებების შეტანა იგეგმება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მოამზადა და მას კანონმდებლებს განსახილველად უახლოეს მომავალში წარუდგენს.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება მუხლი, რომლითაც პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვის გამო ფიზიკური პირი 100 ლარით, იურიდიული პირი კი 200 ლარით დაჯარიმდება.

ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი დანაშაულისთვის ფიზიკური პირი 200 ლარით, იურიდიული პირი კი 400 ლარით დაჯარიმდება.

ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დასჯადია ნებისმიერი პიროტექნიკის გამოყენება ღამის საათებში (23:00 საათიდან 07:00 საათამდე), გარდა დღესასწაულებისა: ახალი წელი, ძველით ახალი წელი, 9 აპრილი და დამოუკიდებლობის დღე.

2018 წლის იანვარში თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკის მიზეზით მიყენებული სხვადასხვა დაზიანებებით 44 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული, აქედან 21 არასრულწლოვანი. მათ დაზიანებები უმეტესად ზედა კიდურებსა და სახის არეში აღენიშნებოდათ.

2017 წელს კი ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა, მათგან ორს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა.

 

თემები:
თბილისი დღეს (832)

მთავარი თემები