საქართველოს ჰაერში უდაბნოს მტვრის ნაწილაკები გავრცელდა

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიუდაბნოს ქარიშხალი
უდაბნოს ქარიშხალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უდაბნოს ნაწილაკები და სხვა დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასები გავრცელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სპეციალისტების აზრით, ნაწილაკები საქართველოდან საჰარის — დედამიწის ყველაზე დიდი უდაბნოდან შეიძლება შემოვიდა. ყოველწლიურად ქარი დაახლოებით 60-დან 200 მილიონ ტონამდე ნიადაგსა და მთის ქანებს გადააადგილებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავტომატური სადგურის მეშვეობით ატმოსფერული ჰაერის უწყვეტ მონიტორინგს ანხორციელებს.

ქარხანა „ჯეოსთილი - Sputnik საქართველო
გავიგუდეთ! - რუსთავის მოსახლეობა ადგილობრივ ქარხანას ჰაერის დაბინძურებაში ადანაშაულებს

სექტემბრის დასაწყისში თბილისსა და ქუთაისში დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების (PM10) მაღალი კონცენტრაცია. მყარი ნაწილაკების დონის მატება გამოწვეულია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით, რაც უდაბნოს მტვრის ნაწილაკების გავრცელებას უკავშირდება. ჰაერის დაბინძურების ეს წყარო ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს — მყარ ნაწილაკებს შეუძლია ფილტვში ღრმად შეღწევა და „დაბუდება".

სექტემბრის დასაწყისში თბილისში, წერეთლის გამზირზე და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების ჭარბი დონე დაფიქსირდა, რაც საწვავის არასრულ წვას უკავშირდება.

აზოტის დიოქსიდი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სასუნთქ გზებზე, იწვევს თვალების გაღიზიანებას, ყნოსვის შესუსტებას. დიდი ხნის ზემოქმედების შედეგად ვითარდება ბრონქიტი, ფილტვების ანთება.

დამტკიცებულია, რომ დაბინძურებული ჰაერი ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

 

ყველა ახალი ამბავი
0