საქართველოში პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია კერძო სკოლებს არ ეხება.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 10 და 11 სექტემბერს განხორციელდება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება განსაზღვრულ ვადაში მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე.

პირველ კლასში სექტემბერში 14 000 ბავშვი ვერ მოხვდება>>>

მოსწავლეების დარეგისტრირება განხორციელება საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. პირველკლასელთა რეგისტრაცია არ ეხება კერძო სკოლებს.

2018-2019 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 48 ათასმა ბავშვმა გაიარა. სწავლა 17 სექტემბერს იწყება.

სასწავლო წლის დაწყება თბილისის ერთ-ერთ სკოლაში - Sputnik საქართველო
ცვლილებები პირველკლასელებისთვის – სამინისტრო ორდღიან დათმობაზე წავიდა

მიმდინარე წელს პირველ კლასში მოხვდებიან ის ბავშვებიც, რომლებსაც ექვსი წელი 16-17 სექტემბერს შეუსრულდათ. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირველ კლასში წასვლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც ექვსი წელი შეუსრულდათ 15 სექტემბრამდე — სწავლის დაწყების დღემდე. სამინისტროში გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ წელს სწავლა ორი დღით გვიან იწყება, რადგან 15 სექტემბერი შაბათს ემთხვევა. იმ ბავშვებს, რომლებსაც ექვსი წელი უფრო გვიან უსრულდებათ, კიდევ ერთი წელი დაცდა მოუწევთ.

პირველკლასელთა დასარეგისტრირებლად სავალდებულოა რამდენიმე დოკუმენტის წარდგენა: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (მისამართის და ტელეფონის ნომრის მითითებით), ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი ან სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოსწავლისთვის პირადი ნომრის მინიჭებას ადასტურებს. სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

პირველკლასელთა რეგისტრაცია საქართველოს საჯარო სკოლებში სამ ეტაპად ჩატარდა. რეგისტრაციის პირველი ეტაპი (10-27 აპრილი) ხელმისაწვდომი იყო იმ ბავშვებისთვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში, მეორე ეტაპზე (8 მაისი-8 ივნისი) საყოველთაო რეგისტრაცია განხორციელდა, რეგისტრაციის მესამე ეტაპი (2-17 ივლისი) კი უშუალოდ იმ სკოლებში ჩატარდა, სადაც თავისუფალი ადგილები იყო დარჩენილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0