უფასო სასადილოების ბენეფიციარებს თავიდან აღრიცხავენ

© photo: Sputnik / Levan Avlabreliხანდაზმული მამაკაცი „კათარზისში“
ხანდაზმული მამაკაცი „კათარზისში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მობილურ ტელეფონში ჩაწერილ აპლიკაციაზე პლასტიკური ბარათის შეხებით ფიქსირდება ბენეფიციარის ვიზიტი სასადილოში, პარალელურად კი, ეს ინფორმაცია აისახება ბენეფიციართა აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში უფასო სასადილოების ბენეფიციარების აღრიცხვის ახალი, ელექტრონი სისტემა დაინერგება,  იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

დღეისათვის თბილისში 63 უფასო სასადილოთი 38 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს. უფასო სასადილოების ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები არიან, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200 000-ზე ნაკლებია.

წამლები - Sputnik საქართველო
უფასო მედიკამენტები სოციალურად დაუცველებისთვის

მერიის ცნობით, სიახლესთან დაკავშირებით, ქალაქის მასშტაბით, უფასო სასადილოების ტერიტორიაზე ვიდეოდაკვირვების კამერები დამონტაჟდა. სასადილოები აღიჭურვა მობილური ტელეფონებით, ხოლო ბენეფიციარებისთვის პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათები დამზადდა. 

მობილურ ტელეფონში ჩაწერილ აპლიკაციაზე პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის შეხებით ფიქსირდება ბენეფიციარის ვიზიტი სასადილოში, პარალელურად კი, ეს ინფორმაცია აისახება ბენეფიციართა აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით, ბენეფიციართა აღრიცხვის ახალი სისტემით ავტომატურად მოხდება უფასო სასადილოების ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაციის განახლება. კერძოდ, სოციალურად დაუცველის სტატუსის ცვლილების, შეჩერებისა თუ გაუქმების, გარდაცვალების, ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდის ასახვა და განახლება.

ამასთან, ახალი სისტემის დანერგვის შედეგად ზუსტად აისახება სასადილოში ბენეფიციართა დასწრება სასადილოში გამოცხადების დღე, საათი, წუთი, საპატიო თუ არასაპატიო გაცდენები.

ყველა ახალი ამბავი
0