რაბათის ციხე ასი ათასმა ტურისტმა მოინახულა

© Photo: courtesy of Miho Neimanრაბათის ციხე
რაბათის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადმინისტრაცია კომპლექსის დაზიანებული კედლების აღდგენას იწყებს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. რვა თვის განმავლობაში „ახალციხის ციხე" ასი ათასზე მეტმა ტურისტმა დაათვალიერა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

2018 წლის იანვრიდან 22 აგვისტოს ჩათვლით "ახალციხის ციხე" 105,4 ათასმა ტურისტმა მოინახულა. მათგან 55,6 ათასი საქართველოს მოქალაქე იყო, 49,7 ათასი – უცხოელი.

© Photo: courtesy of Miho Neimanრაბათის ციხე
რაბათის ციხე ასი ათასმა ტურისტმა მოინახულა - Sputnik საქართველო
რაბათის ციხე

„ახალციხის ციხეში" ტურისტული სეზონი ოფიციალურად 22 აპრილს გაიხსნა. ტურისტული ნაკადის ზრდის გამო „ახალციხის ციხის" მუშაობის განრიგიც გახანგრძლივდა – კომპლექსი დამთვალიერებელს ყოველდღიურად 09:00 საათიდან 19:00 საათამდე იღებს.

ამჟამად ადმინისტრაცია კომპლექსის დაზიანებული კედლების აღდგენას იწყებს. ამ სამუშაოებისთვის 63,1 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.

© courtesy of Miho Neimanრაბათის ციხე
რაბათის ციხე ასი ათასმა ტურისტმა მოინახულა - Sputnik საქართველო
რაბათის ციხე

ტენდერში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია 5 სექტემბრიდან. განაცხადების მიღება 10 სექტემბერს დასრულდება.

შვიდი ჰექტარი ფართობის ციხე-სიმაგრე წარმოადგენს ერთგვარ ქალაქს ქალაქში. ის ორ – ზედა (ისტორიულ) და ქვედა (თანამედროვე) ნაწილად იყოფა. ციხის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია მუზეუმი, მეჩეთი და მედრესე (მუსულმანური სასწავლო დაწესებულება), მეცხრე საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, ციტადელი და თურქული აბანოები. თანამედროვე ნაწილში კი ფუნქციონირებს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ღვინის მაღაზია, სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლიც კი.

 

ყველა ახალი ამბავი
0