ვინ უზრუნველყოფს მოსწავლეების ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან

© photo: Sputnik / Denis Aslanovსკოლა სოფელ ქანდაში
სკოლა სოფელ ქანდაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეცენტრალიზაციის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობებს ბევრი ფუნქცია და შესაძლებლობა გადაეცემა

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სკოლების მოვლა-პატრონობასა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხს  მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას განცხადებაზე დაყრდნობით. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ.

სახლი თუშეთის მთებში - Sputnik საქართველო
მაღალმთიან რეგიონებზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება

შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა სამინისტროებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის მიმდინარე წლის თებერვალში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების აღსრულება იყო.

„დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხი, რასაც მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. ამ საკითხის გარდა, ჩვენ მზად ვართ, დეცენტრალიზაციის პროცესში, ბევრი სხვა უფლება და შესაძლებლობა გადავიტანოთ ადგილებზე“, – განაცხადა მურღულიამ.

შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ დეცენტრალიზაცია ევროინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, რომელიც თვითმმართველობებისთვის მეტი შესაძლებლობებისა და ფინანსების გადაცემას ითვალისწინებს.

სკოლებში დიდი შესვენება ბრუნდება >>

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ცენტრალური ხელისუფლებიდან თვითმმართველობებში გარკვეული ფუნქციების დელეგირება ძალიან საინტერესოა პროცესია, ამჯერად საუბარია სკოლების მოვლა-პატრონობისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხებზე. შეხვედრები გაგრძელდება და, დარწმუნებული ვარ, გვექნება ხელშესახები შედეგები ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ბაღდათის მერმა, არჩილ გოგსაძემ.

შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0