რუსეთის მოქალაქეები ავადმყოფი ბავშვის საქართველოდან გაყვანაში დახმარებას ითხოვენ

© Sputnik / Alexander Imedashviliიაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეების შვილი საქართველოში ყოფნისას ცუდად გახდა და ოპერაცია დასჭირდა

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ნატალია მიგლიუტინა და თამაზ ლეკიაშვილი თითქმის თვეა, თავიანთი 10 წლის ვაჟის, ირაკლის სამშობლოში გადაყვანას ცდილობენ. ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, იუწყება ტელეკომპანია Rusatvi2.

ლეკიაშვილის ოჯახი საქართველოში ნიჟნი ნოვგოროდიდან ჩამოვიდა. რამდენიმე დღეში მათ ვაჟი, რომელსაც უკვე სამჯერ ჰქონდა გულზე ოპერაცია გაკეთებული, მოულოდნელად ცუდად გახდა. ირაკლი იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმებმა მას თრომბი დაუდგინეს, ჩაუტარეს ოპერაცია, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მას კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.

ოჯახს საქართველოში კიდევ ერთი ოპერაციის თანხები არ გააჩნია, რადგან სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის ფასი უფრო მაღალია. ასევე არ არის სახსრები ირაკლის სპეცრეისით რუსეთში გადაყვანისთვის, რათა მას ოპერაცია იქ ჩაუტარდეს. მამის განცხადებით ეს მათ 28 ათასი ევრო დაუჯდებათ.

მყინვარწვერი - Sputnik საქართველო
მყინვარწვერზე რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა

„ჩვენი ძალებით გვინდოდა გადაყვანა ბავშვის, მაგრამ 28 ათასი ევრო მომთხოვსე თვითმფრინავი. კონსულზეა ყველაფერი დამოკიდებული. კონსული უნდა დაეხმაროს რუსეთის მოქალაქეს. ექიმები ამბობენ, რომ ტრანსპორტირება შესაძლებელია და არ არის პრობლემა, მაგრამ ბავშვს თრომბი აქვს გულში", — განაცხადა თამაზ ლეკიაშვილმა.

სასწრაფო ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას ადასტურებს საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხეიძე.

"ბოლო პერიოდში განვითარებული თრომბი და თრომბები მიუთითებს იმაზე, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს კიდევ ერთი ოპერაცია, თუმცა მშობლებმა უარი განაცხადეს კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარებაზე საქართველოში", — განაცხადა ჩხეიძემ.

ირაკლის მშობლებმა უკვე მიმართეს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს და საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებას, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ისინი ბავშვის რუსეთში ტრანსპორტირებაში დახმარებას ითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0