22:25 14 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0308
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6642
რობერტ სტურუა

თბილისის მერიამ რობერტ სტურუა დააჯილდოვა

© photo: Sputnik / Asatur Yesayants
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (166)
80 0 0

თბილისის მერმა კახა კალაძემ რობერტ სტურუას ყველასთვის საყვარელი რეჟისორი უწოდა

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ცნობილ ქართველ რეჟისორ რობერტ სტურუას 80 წლის იუბილე მიულოცა და  „ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელი გადასცა.

 „მინდა, ეს სიგელი ბატონ რობერტს, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ ადამიანს გადავცე. საბედნიეროდ, დედაქალაქს ჰყავს და ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული ადამიანები, რომელთა საქმიანობა და შემოქმედება ქალაქის ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა და მომავალშიც შესძენს. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ვულოცავ ბატონ რობიკოს იუბილეს", — განაცხადა კახა კალაძემ.

რობერტ სტურუა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი, 1938 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა. რეჟისორის მოღვაწეობა 100-ზე მეტ სპექტაკლს და მრავალ საერთაშორისო ჯილდოს ითვლის, მათ შორის ალბერტ შვეიცერის სახელობის პრემია, ინგლისური კრიტიკის პრემია, არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, ფესტივალ  „ბალტიური სახლის" მთავარი პრემია და ა.შ.

სტურუას ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი — ბრეხტის  „კავკასიური ცარცის წრე" XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულშია შესული, ლონდონის  „რივერსაიდ სტუდიაში" დადგმული  „ჰამლეტი" კი შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ, ბოლო 50 წლის განმავლობაში შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა.

სტურუას ორი მუდმივი თანაავტორი ჰყავს: მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი. რეჟისორი ბევრს მუშაობს საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები.

თემები:
თბილისის მერია (166)

მთავარი თემები