საბერძნეთი ხანძრის დროს დახმარების შეთავაზებისთვის საქართველოს მადლობას უხდის

გამოწერა
საბერძნეთში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს რამდენიმე დიდი ხანძარი მოხდა, რამაც ბოლო მონაცემებით 90-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საბერძნეთი კუნძულ ატიკაზე ხანძრის დროს დახმარების შეთავაზებისთვის საქართველოს მადლობას უხდის, ნათქვამია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველომ საბერძნეთს დახმარება შესთავაზა>>>

ქართულმა მხარემ  24 ივლისს მზადყოფნა გამოთქვა,  საბერძნეთს ათენის მახლობლად, კუნძულ ატიკაზე გაჩენილ  ხანძრებთან ბრძოლაში შეძლებისდაგვარად დახმარებოდა. საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა  შალვა ხუციშვილმა  საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალურ მდივანს იოანე  კაპაკისს  წერილი გაუგზავნა და დახმარება შესთავაზა.

უწყების ცნობით, მადლობის წერილი საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელზე გამოაგზავნა.
„აღნიშნული სოლიდარობა გამოიხატა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც ადამიანურმა მსხვერპლმა და მატერიალური ზიანის ფარგლებმა რთული გახადა, გავმკლავებოდით სიტუაციას. ყოველთვის სანუგეშო და გამამხნევებელია ჩვენთვის, ვიცოდეთ, რომ თქვენ თანაუგრძნობთ ყველა ადამიანს, რომელიც დაზარალდა აღნიშნული ბუნებრივი კატასტროფის შედეგად… მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერის გამო. ”, – ნათქვამია საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური მდივნის,  იოანე კაპაკისის წერილში.
საბერძნეთში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს რამდენიმე დიდი ხანძარი მოხდა, რამაც ბოლო მონაცემებით 90-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 25 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს.

ყველა ახალი ამბავი
0