მსოფლიოს უმაღლესი სასულიერო პირები ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავენ

გამოწერა
ილია მეორის სახელზე გამოგზავნილ წერილებს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მსოფლიოს უმაღლესი სასულიერო პირებისგან ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვები მიიღო, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ყოველი ჩვენგანი

2 აგვისტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღესაც აღნიშნავს. ილია მეორე ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ მილოცვები მსოფლიო პატრიარქ კონსტანტინეპოლის ბართლომეოსისგან, სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოს იერონიმე მეორისგან და რომის პაპ ფრანცისკესგან მიიღო. ილია მეორის სახელზე გამოგზავნილ წერილებს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

„მადლობას შევწირავთ უფალს დიდებისას, რომ გვაქვს სიხარული და პატივი უკვე მრავალი წელია დავუკავშირდეთ თქვენს უნეტარესობას თქვენი სახელობის წმინდანის დღესთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობისა, წმინდა ერთარსი და განუყოფელი სამების სახელით", — ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის მისალოც წერილში.

სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე II საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს საბერძნეთის სინოდის სახელით ულოცავს.

„ყველანი შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა წინასწარმეტყველი ილიას მეოხებით, მისცეს თქვენს უნეტარესობას და თქვენს წმინდა ეკლესიას ძალა ჭეშმარიტი სწავლების დასაცავად, რათა მომავალშიც წარუძღვეთ საქართველოს მოძმე ეკლესიას სიბრძნით და გონიერებით, მისი სულიერი აღმავლობისთვის, კათოლიკე ეკლესიის სტაბილურობისა და ერთიანობისათვის და წმინდა სამების სადიდებლად", —ნათქვამია მისალოც წერილში.

ილია მეორემ მისალოცი წერილი მიიღო პაპი ფრანცისკესგანაც.

რომის პაპი თბილისში - Sputnik საქართველო
ვატიკანმა რომის პაპის საქართველოში მოგზაურობას საფოსტო მარკა მიუძღვნა

„შევთხოვ ღმერთს, რომ უხვად მოგმადლოთ თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და თქვენს მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას", —ნათქვამია პაპის წერილში.

წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 9 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. მან სიყმაწვილიდანვე თავი უფალს მიუძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. გადმოცემის თანახმად უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს.

დღეს ასევე არის წმიდა ილია მართალის (ილია ჭავჭავაძე) ხსენების დღეც, საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0