არ გადაყარო, დააპურე შეჭირვებულები – საქართველოს მოქალაქე ხელმოწერებს აგროვებს

© photo: Sputnikფენოვანი ხაჭაპური
ფენოვანი ხაჭაპური - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტიციის ავტორი ლევან აღნიაშვილი საქართველოში ქველმოქმედების კუთხით ევროპული პრაქტიკის დანერგვის ინიციატივით გამოდის.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქემ მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პეტიცია შეადგინა, რომლითაც სუპერმარკეტებისთვის დახლზე დარჩენილი საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტების გადაყრის აკრძალვას და მათი შეჭირვებული მოსახლეობისთვის დარიგებას ითხოვს.

პეტიციის ავტორის ლევან აღნიაშვილის მტკიცებით, 2017 წლის აპრილიდან მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე სუპერმარკეტებმა გადაყარეს 94,2 ათას ლარზე მეტი ღირებულების ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 459,6 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანია, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს.

მოხუცები - Sputnik საქართველო
საქართველოში პენსიები მომავალი წლიდან გაიზრდება

„გთხოვთ მიიღოთ კანონი, რომელიც აუკრძალავს სუპერმარკეტებს დახლზე დარჩენილი საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტის გადაყრას. სუპერმარკეტები ვალდებული იქნებიან გაუყიდავი პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ", — ნათქვამია ვებ-გვერდზე ichange.gov.ge გამოქვეყნებულ პეტიციაში.

პეტიციის ავტორის აზრით, ქვეყანაში, სადაც ამდენი მშიერი ადამიანია, საკვების ურნაში გადაყრა არ უნდა ხდებოდეს.

აღნიაშვილს იტალიის მაგალითი მოჰყავს, სადაც კანონი სუპერმარკეტებს გაუყიდავი, მაგრამ ვარგისი პროდუქციის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენებას ავალდებულებს.

ყველა ახალი ამბავი
0