პოლიციის აკადემიაში უმაღლესი აკადემიის კომპონენტი უქმდება

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeპოლიციის აკადემოია
პოლიციის აკადემოია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკადემია პროფესიული მომზადების კომპონენტის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია დღეიდან უმაღლეს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს აღარ განახორციელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უბნის ინსპექტორებს მართლწესრიგის ოფიცრები ჩაანაცვლებენ >>

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „პოლიციის შესახებ” კანონებში შესატანი ცვლილებები. შედეგად აკადემია პროფესიული მომზადების კომპონენტის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. 

ცვლილებების მიზანია გამოძიების ხარისხის გაზრდა, პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემის ჩამოყალიბება.

INTERPOL - Sputnik საქართველო
დამნაშავეები ვერ დაიმალებიან: მესაზღვრეებისთვის ინტერპოლის ბაზა ხელმისაწვდომია

პოლიციელთა მომზადება და მართლწესრიგის დაცვის თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება აკადემიის მატერიალური და ადამიანური რესურსების მთლიანად პროფესიული მომზადება/გადამზადებისკენ მიმართვას მოითხოვს.

აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები კი სწავლას სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ, აცხადებენ უწყებაში.


ყველა ახალი ამბავი
0