00:27 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
ხანძარი ტყეში

ხანძარი სვანეთში – ტყის მასივში ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ვერტმფრენი ერთვება

© FB / Emergency Management Service
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)
86 0 0

მეხანძრეების დასახმარებლად ლენტეხის რაიონში თბილისიდან და იმერეთიდან შესაბამისი სამსახურები ჩავიდნენ.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ლენტეხის რაიონის სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მეხის ჩამოვარდნა გახდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესი მთელი ღამე გრძელდებოდა.

სვანეთის ტყეში გაჩენილ ხანძარს 120 მეხანძრე-მაშველი ებრძვის>>>

„ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა", — აღნიშნულია განცხადებაში.

ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა ადგილზე თბილისიდან და იმერეთიდან მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა.

ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი, ასევე რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 2,5 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)

მთავარი თემები