გაგრილების სისტემები ყველა საგამოცდო ცენტრშია დამონტაჟებული

© courtesy of NAEC Georgiaაუდიტორია
აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა საგამოცდო ცენტრში წელს უკვე არის ახალი სანიტარული კვანძებიც.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით კონდიციონერები 22-ვე საგამოცდო ცენტრშია უკვე დამონტაჟებული, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაგრილების სისტემების დამონტაჟების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ეროვნული გამოცდების დაწყების წინ ცნობილი გახდა, რომ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, კვლავ გაგრილების სისტემის გარეშე მოუწევდათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ძლიერი სიცხის გამო შეიცვალა>>>

საქართველოს მასშტაბით არსებული 22 საგამოცდო ცენტრიდან საპილოტე რეჟიმში გაგრილების სისტემა წელს მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა. როგორც სამინისტრო განმარტავს, გაგრილების სისტემით დანარჩენი ცენტრების აღჭურვა მხოლოდ საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ იყო დაგეგმილი.

აბიტურიენტები გამოცდების წინ - Sputnik საქართველო
ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 21 მსჯავრდებული აბარებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის არარსებობა უარყოფითად შეაფასა.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეცვალა და განაცხადა, რომ ეროვნული ცენტრი კონდიციონერებს სასწრაფო წესით შეიძენდა და იმ შენობებში დაამონტაჟებდა, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება იყო დაგეგმილი.

საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის დამონტაჟება თანმიმდევრულად 6 ივლისიდან დაიწყო. ამ ეტაპზე 5 ცენტრში არის მობილური კონდიციონერი, ხოლო დანარჩენში არის სპლიტ–კონდიციონერები, ანუ კედელზე მისამაგრებელი კონდიციონერი.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0