ილია მეორე: შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ყოველი ჩვენგანი

© photo: Sputnikსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქმა ქადაგებისას განსაცდელზე ისაუბრა

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ჩვენ ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ყოველ ადამიანს აქვს რაღაც გასაჭირი და ეს გასაჭირი ეძლევა იმის მიხედვით, რამდენად შეუძლია აიტანოს ეს გასაჭირი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი და ყოველი ჩვენთაგანი. ღმერთმა ინებოს, რომ წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენში“, – ბრძანა პატრიარქმა.


ყველა ახალი ამბავი
0