06:13 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე

ილია მეორე: სტიქიური უბედურებისას წინასწარ უნდა განსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სტიქია სვანეთში (13)
148 0 0

პატრიარქის აზრით, აუცილებლად უნდა არსებობდეს სპეციალური უწყება, რომელიც სათანადოდ იქნება აღჭურვილი, წინასწარ განსაზღვრავს მსგავს საფრთხეებს და მოსახლეობას ზარალს თავიდან ააცილებს.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. როცა ეს სტიქიური მოვლენები ხდება, მაშინ კი არ უნდა იფიქროთ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ჭუბერში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სვანეთში, სოფელ ჭუბერში 5 ივლისს  უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები დატბორა, გაანადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წაღებულია ხუთი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინგრა სახლები. 

პატრიარქის განცხადებით, აუცილებლად უნდა არსებობდეს სპეციალური უწყება, რომელიც სათანადოდ იქნება აღჭურვილი, წინასწარ განსაზღვრავს მსგავს საფრთხეებს და მოსახლეობას ზარალს თავიდან ააცილებს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი იღონონ, რომ პრობლემა დროულად აღმოიფხვრას.

„დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ ჩვენ იმის შესახებ, როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ სტიქიური მოვლენებისაგან. როცა ეს სტიქიური მოვლენები ხდება, მაშინ კი არ უნდა იფიქროთ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მეცნიერები, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სძლიონ ამ მოვლენებს“, — ბრძანა საქართველოს პატრიარქმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში ქადაგებისას.


თემები:
სტიქია სვანეთში (13)

მთავარი თემები