ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 21 მსჯავრდებული აბარებს

© courtesy of National Assessment & Examinations Center of Georgiaაბიტურიენტები გამოცდების წინ
აბიტურიენტები გამოცდების წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული გამოცდებში 21 მსჯავრდებული აპლიკანტიდან 17 თბილისის საგამოცდო ცენტრში აბარებს გამოცდას, ოთხი კი ქუთაისში.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით  2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში სულ 21 მსჯავრდებული აპლიკანტი იღებს მონაწილეობას, იუწყება საიტი EDU.ARIS.GE.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ცნობით, მსჯავრდებულთა შორის 17 აბიტურიენტია, სამი სამაგისტრო გამოცდას აბარებს, ერთი კი სტუდენტთა საგრანტო კონკურსში იღებს მონაწილეობას.

მსჯავრდებულებმა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 5 ივლისს დაწერეს. საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, 147-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის, მაია კოპლატაძის განცხადებით, იმ 13 მსჯავრდებული აბიტურიენტიდან, რომელსაც გამოცდა გუშინ უნდა ჩაებარებინა ცენტრში მხოლოდ 12 გამოცხადდა, ვინაიდან ერთმა ადგილზევე განაცხადა უარი გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.

გამოცდები - Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო: სიცხემ თავისი კორექტივები შეიტანა

„მსჯავრდებული აპლიკანტები საქართველოს ორ საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი. თბილისში, 147-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში და ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში. მსჯავრდებული აპლიკანტები საგამოცდო ცენტრში სპეციალური ტრანსპორტით მოდიან, მათ ბადრაგირებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ახდენს. ეზოში შემოდიან ცენტრალური შემოსასვლელიდან, უშუალოდ ცენტრში კი ცალკე შემოსასვლელია მათთვის, რომელიც მხოლოდ იმ დროს იღება, როცა ეს აპლიკანტები მოდიან. მსჯავრდებულები ცენტრში ბადრაგის თანხლებით შედიან და იქვე გადიან რეგისტრაციას“, განაცხდა კოპლატაძემ.

მისივე განცხადებით, მსჯავრდებული აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური ცხრილის მიხედვით მიჰყავთ.

„ვის რა საგანი აქვს არჩეული, რუსული იქნება, ინგლისური, გეოგრაფია თუ სხვა იმის მიხედვით მოიყვანენ მსჯავრდებულ აბიტურიენტებს. გვყავს ფიზიკაზეც ერთი აბიტურიენტი, ანუ გამოცდის ბოლო დღესაც გვეყოლება ერთი მსჯავრდებული აპლიკანტი“, ამბობს  კოპლატაძე.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0