მთაწმინდის პარკში საქველმოქმედო არტ–ფესტივალი გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ქართველი მხატვრების ნამუშევრების შეძენის საშუალება ეძლევათ.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მთაწმინდის პარკი არტ–ფესტივალს და ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას 30 ივნისს უმასპინძლებს, აცნობა  „Sputnik–საქართველოს“ ფესტივალის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა სალომე ქართველიშვილმა. 

ლიონელ მესი - Sputnik საქართველო
ოცნებები სრულდება! ბექა ფიფიამ ლიონელ მესისგან საჩუქრები მიიღო

გაყიდვიდან შემოსული თანხა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე ვატო მაღრაძის ანგარიშზე გადაირიცხება, რომელსაც მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. 

„პარკის დირექციამ დიდი ხანია დაგეგმა არტ–ფესტივალის ჩატარება. რამდენადაც იგი პირველად იმართება, ჩვენ სურვილი დაგვებადა მისთვის საქველმოქმედო ხასიათი მიგვეცა. ძალიან ნიჭიერ მევიოლინეს, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, მკურნალობის გასაგრძელებლად 100 ათას ევროზე მეტი სჭირდება. ჩვენ საქველმოქმედო აუქციონის ჩატარება და აქედან შემოსული მთლიანი თანხის ვატოს ფონდში გადარიცხვა გადავწყვიტეთ“, – განაცხადა სალომე ქართველიშვილმა. 

შოთა საგანელიძე - Sputnik საქართველო
ფერწერა ქართული ასოებით: თბილისში უჩვეულო გამოფენა ჩატარდება

გამოფენაზე 30 ქართველი მხატვრის 95 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. თუმცა ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად გაიზრდება.

გამოფენა–გაყიდვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მხატვრებს.

მსურველებს ნამუშევრების დათვალიერება 11:00 საათიდან შეუძლიათ. რაც შეეხება უშუალოდ საქველმოქმედო აუქციონს, იგი 15:00 საათზე დაიწყება.

გაზაფხულზე ცნობილი გახდა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 26 წლის მევიოლინის ვატო მაღრაძის ავადმყოფობის შესახებ. ახალგაზრდა მუსიკოსების მეგობრები და კოლეგები პერმანენტულად ატარებენ საქველმოქმედო კონცერტებს მკურნალობისთვის საჭირო თანხის – 200 ათასი ევროს შესაგროვებლად. 

ყველა ახალი ამბავი
0