საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება

გამოწერა
საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის რიგით მეორე საგაზაფხულო სესია 29 ივნისს დაიხურება, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს.  

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძის მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა

„იხურება საგაზაფხულო სესია, თუმცა კანონპროექტები კიდევ არის განსახილველი, ამიტომ აუცილებლად მოვიწვევთ რიგგარეშე სესიას“, — განაცხადა  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

პარლამენტში მიმდინარე კვირაში მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები შევა, რისი მიღების შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობა კანონმდებლების წინაშე ნდობის მოსაპოვებლად წარდგება.

ამას გარდა, პარლამენტს მოუწევს როგორც ახალი მთავარი პროკურორის არჩევა, ასევე სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მოსმენა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვა. ასევე, დეპუტატებს მსჯელობა მოუწევთ ათობით საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს

საშემოდგომო სესია, რეგლამენტის გათვალისწინებით, სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0