კალაძე: თბილისის საბავშვო ბაღებში პროტექციონიზმი არ იქნება

© FB / Kakha Kaladze Officialთბილისის მერი კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ის არ დაუშვებს, რომ ადამიანებს გული დაწყდეთ იმის გამო, რომ მათ არ ჰყავთ მეგობრები მერიაში, დეპუტატებსა და მინისტრებს შორის.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მკაცრად გააფრთხილა საბავშვო ბაღების ხელმძღვანელობა იმის შესახებ, რომ არ დაუშვან პროტექციონიზმის საფუძველზე ბავშვების რეგისტრაცია.

ბავშვების რეგისტრაცია 2018-2019 სააღმზრდელო წლისთვის თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (kids.org.ge) განხორციელდება.

ბავშვთა ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისის 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში უსაფრთხოების ბადეები დამონტაჟდა

რეგისტრაციის პირველი ეტაპი 18 ივნისს ჩატარდა. მაშინ რეგისტრაცია გაიარეს ბავშვებმა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებმა, იმ ოჯახების ბავშვებმა, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებმა.

რეგისტრაცია თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში ჩვეულებრივზე ადრე დაიწყება>>>

„მინდა ყველა გავაფრთხილო: არავინ გაბედოს ვინმეს პროტექციონიზმი, რათა ბავშვები ნაცნობობით დარეგისტრირდნენ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა გამოვიდეთ. არის ელექტრონული სისტემა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ მართალი", — განაცხადა კალაძემ.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ის არ დაუშვებს, რომ ადამიანებს გული დაწყდეთ იმის გამო, რომ მათ არ ჰყავთ მეგობრები მერიაში, დეპუტატებსა და მინისტრებს შორის.

„ყველას თანაბარი უფლებები აქვს. ჩემთვის თითოეული ბავშვი — ჩემი და სხვისი შვილი — ყველა ერთია და ბოლომდე ვიბრძოლებ მათი უფლებებისთვის. ადამიანებს ჩემი იმედი აქვთ და მე მსგავს დამოკიდებულებას ვუფრთხილდები და პატივს ვცემ. ამიტომ ნურავინ გაბედავს არასწორი ნაბიჯის გადადგმას", — აღნიშნა კალაძემ.

2018-2019 სასწავლო წელს თბილისის საბავშვო ბაღებს დაახლოებით 15 ათასი ბავშვის მიღება შეუძლიათ.

თბილისში შემოდგომაზე 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო ორ ბაგა-ბაღს ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება.

დარეგისტრირება მხოლოდ ერთ საბავშვო ბაღში შეიძლება. აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისისთვის ორი წლის იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0