საქართველოში პენსიები მომავალი წლიდან გაიზრდება

© Pixabay / sabinevanerpმოხუცები
მოხუცები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში პენსიის ოდენობა 20 ლარით გაიზრდება.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2020 წლიდან ყოველთვიური პენსია 40 ლარით იქნება მომატებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს ნდობა გამოუცხადა მამუკა ბახტაძეს, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. მანამდე დეპუტატებმა ბახტაძის სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განიხილეს.

პენსიონერი - Sputnik საქართველო
შეძლებენ თუ არა ემიგრანტები საქართველოში პენსიის მიღებას

ვინ სარგებლობს საქართველოში საპენსიო და სოციალური პაკეტით>>>

„2019 წლის 1 იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება, 2020 წლის 1 იანვრიდან კი კიდევ 20 ლარით. ასე რომ, ორი წლის განმავლობაში პენსია 40 ლარით გაიზრდება“, — განუცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში პროგრამის დამტკიცების შემდეგ.

საქართველოში დღეისათვის პენსიის ოდენობა 180 ლარს შეადგენს, საარსებო მინიმუმი კი 175 ლარია.

საქართველოს კანონმდებლობით, ქალებისთვის საპენსიო ასაკი განსაზღვრულია 60 წლიდან, მამაკაცებისთვის – 65 წლიდან.

საქართველოში ბოლოს პენსიები 2016 წლის აგვისტოში გაიზარდა — 12,5%-ით.

ამასთან ერთად საქართველოს მთავრობა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც სავალდებულო იქნება 40 წელს ქვევით პირებისთვის, ხოლო ამ ასაკის ზემოთ პირებისთვის — არჩევითი. დაგროვებითი პენსიის სისტემის მიხედვით, მისი გადახდა პირის პენსიაზე გასვლის შემდეგ დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0