რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი საფრთხეებისგან

© photo: Paata Imnadze / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაც შეეხება ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელ მწერებს, რომლებიც გადამდები დაავადებების გადამტანი არიან, იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ბუნებაში გასვლისას და საქონლის დამუშავებისას.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი რისკების შესახებ აფრთხილებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ძველი ბათუმის ეზოები ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდება

საფრთხეების თავიდან ასაცილებლად იმნაძის მთავარი რეკომენდაციაა ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა, განსაკუთრებით, ხელების ხშირად დაბანა, ასევე საკვები პროდუქტების მაცივარში მოთავსება.

მისი განმარტებით, ზაფხულის სეზონზე ნაწლავური ინფექციები განსაკუთრებით აქტუალურია და ბაქტერიებით ინფიცირება უპირატესად საკვებისა და წყლის საშუალებით ხდება.

„საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების – სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ასევე ნოროვირუსული ინფექციები, რასაც ხშირად ენტეროვირუსს უწოდებენ და ბევრი სხვა დაავადება, რომელიც შეიძლება ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობას, საკვების მომზადების დროს მის დაბინძურებას მოჰყვეს. ეს არის მცირე, მაგრამ არსებული რისკი – ტკიპებით გადამტანი დაავადებების", – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე მიიჩნევს, რომ საკვები პროდუქტების მაცივარში მოთავსება და ტემპერატურის რეჟიმის დაცვა აუცილებელია. მისი თქმით, ზაფხულში ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს რძის პროდუქტებით — არაჟნითა და მაიონეზით მომზადებული სალათები, ხოლო კრემიანი ნამცხვრების და ქათმის სალათების მიღება მაშინაა რეკომენდებული, როცა მაცივრიდან ახალი გამოღებულია.

რაც შეხება წყალს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე განმარტავს, თუ წყალი ცენტრალიზებულია და კარგად დეზინფექცირდება, მისი მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. სხვა სეზონებთან შედარებით, ზაფხულის პერიოდში დაუბანელი ხელით გამოწვეული დაავადებების რაოდენობა დაახლოებით 25%-ით მეტია.

„თუ წყლის ხარისხში გვაქვს ეჭვი, მარტივი გამოსავალია – ერთი წუთი დუღილი და ნებისმიერი წყალი უსაფრთხოა", – განაცხადა იმნაძემ.

ფუტკრის მკვლელი პესტიციდების გამოყენება აიკრძალა>>>

რაც შეეხება ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელ მწერებს, რომლებიც გადამდები დაავადებების გადამტანი არიან, იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს განსაკუთრებული სიფრთხილე ბუნებაში გასვლისას და საქონლის დამუშავებისას გამოიჩინონ.

იგი საზოგადოებას რეკომენდაციას აძლევს, რომ ბუნებაში გასვლის წინ ტკიპებისგან თავის დასაცავად რეპელენტები (ნივთიერებები, რომლებიც აფრთხობენ ფეხსახსრიანებს) გამოიყენონ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კოღოების წინააღმდეგ საბრძოლველად 3 წელია ტარდება ზღვისპირეთის ტერიტორიის სპეციალური ხსნარით დამუშავება, რადგანაც სხვადასხვა სახეობის კოღო ყველაზე ხშირად აქ გხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0