თბილისის პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები განთავსდება

© photo: Sputnik / Stringer"მზიური"
მზიური - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ახალი პარკების გაშენება და არსებულების აღდგენა იწყება.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისის პარკებში გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური სავაჭრო ადგილები გამოიყოფა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

გარევაჭრობა თბილისში - Sputnik საქართველო
ჯარიმები თბილისში უკანონო გარევაჭრობისთვის შეიძლება გაიზარდოს

კალაძის თქმით, დედაქალაქის პარკებში გარევაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, რადგანაც ადამიანებს ძალიან უჭირთ, საჭიროა მათი დახმარება.

„ალბათ ყველას გინახავთ სკვერებსა და პარკებში სხვადასხვა ნივთებითა და სათამაშოებით მოვაჭრე ქალები. ისინი წლებია ვაჭრობენ ამ ადგილებში და მათთვის ყოველ გაყიდულ ნივთს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ამ ადამიანების მიმართ თანადგომა ჩვენი მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა დავავალო ჩვენი პარკების ადმინისტრაციას, ასევე ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, რომ უმოკლეს ვადებში ამ ადამიანებისთვის ნორმალური ვაჭრობის პირობები შეიქმნას… პარკებში გამოყავით კონკრეტული ადგილები, დავუდგათ პატარა, ლამაზი ჯიხურები, რომ აღნიშნული საკითხი მოგვარდეს", – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან ერთად კალაძემ აღნიშნა, რომ საუბარი არ ეხება მალფუჭებადი პროდუქტებით ვაჭრობას.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით გარევაჭრობა 1000 ლარით დაჯარიმდება>>>

საქართველოში გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე აკრძალულია და 20-დან 50 ლარამდე ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. თუ მოვაჭრე  პოლიციელის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ დაემორჩილება, იგი 50-დან 100 ლარამდე ოდენობის ჯარიმით ან შვიდი დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კახა კალაძე დანაპირებს ასრულებს: გლდანში ახალი პარკი გაჩნდება - Sputnik საქართველო
კახა კალაძე დანაპირებს ასრულებს: გლდანში ახალი პარკი გაჩნდება

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ თბილისში არსებულ პარკებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქალაქში მიმდინარეობს მცირე და საშუალო ზომის სკვერების რეაბილიტაცია, ხოლო საქალაქო პარკების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება დაწყებულია.

თბილისის მერი ახალი პარკების მოწყობას იწყებს>>>

მიმდინარე წელს იგეგმება ორი დიდი პარკის — ავლაბარში მდებარე ე.წ. წურწუმიას პარკისა და ყაზბეგის გამზირზე მდებარე გოძიაშვილის სახელობის ე.წ. წითელი ბაღის სრული რეაბილიტაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 35 ათასი კვადრატული მეტრია, მოეწყობა ორი საბავშვო სათამაშო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, დასასვენებელი ზონები, საგამოფენო ღია სივრცე, გარდა ამისა, პარკის გარშემო მოეწყობა ველობილიკი. პარკების განახლების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში იგეგმება ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, თემქის ხევსა და გლდანში. ამასთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდება უკვე არსებულ პარკებს. გარდა ამისა, მომზადდება ქალაქში არსებული 12 დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები, რომელთა რეაბილიტაციაც მომავალ წელს დაიწყება.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ გამწვანების პროექტებს ბევრი კომპანია გამოეხმაურება და ბიზნეს-სექტორს მხარში დგომისკენ მოუწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0